logo
ENG



სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

01 აპრ 202117:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/8b1srgsis4ca2gk.jpg

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოსა და ჩეჩნეთის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაიჭრა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქე არ არის.

Sozcu-ს ცნობით, დაპირისპირება ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, გუშინ, 31 მარტს მოხდა. ერთ-ერთი შენობის შესასვლელთან მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები გარე სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. 

სააგენტო წერს, რომ დაპირისპირება დაჯგუფებებს შორის ფულის გამო მოხდა. გარდაცვლილებს შორის რუსეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. დაშავებულია ასევე სირიის მოქალაქე.

პოლიციამ 3 ადამიანი ადგილზე დააკავა, კიდევ რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ფორმულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სტამბოლში საქართველოს საკონსულოში  ინციდენტის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო ინფორმირებულია მომხდარის შესახებ.

"პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. გამოძიებას აწარმოებს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები და საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვიდეო შეიცავს სენსიტიურ კადრებს. 


close დახურვა